10 შეცდომა, რომელსაც არცერთი ცხოველის პატრონი არ გაპატიებს

10 შეცდომა, რომელსაც არცერთი ცხოველის პატრონი არ გაპატიებს

შეიძლება ცხოველები ძალიან გიყვარს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის — უნდა იცოდე, რომ თუ ძაღლებს ან კატებს გამოარჩევ, უხერხულ კითხვებს დასვამ, ან სახელის ნაცვლად ძაღლს გაურკვეველი ბგერებით მიმართავ, ამას არცერთი ცხოველის პატრონი არ გაპატიებს.

წაიკითხეთ 10 შეცდომა, რომელსაც ადამიანები ცხოველთა მოყვარულებთან ურთიერთობისას ხშირად უშვებენ, მაგრამ ჯობია, თქვენ აღარ გაიმეოროთ:

კატებიც საყვარლები არიან, მაგრამ, ძაღლი მაინც "უფრო შენია"

ფეისბუქზე ლეკვის ფოტო დადო, შენ კი დაგულების ნაცვლად ულაიქებ

გეუბნება, რომ ერთხელ ძაღლის საჭმელი გასინჯა, რაზეც იმანჭები და ამბობ — "ფუუუ"

კითხვები: ამ პატარა სახლში ამხელა ძაღლი რად გინდოდა? გასეირნება არ გეზარება? ბეწვი არ გაწუხებს?

ესტუმრე და თხოვ, რომ ძაღლი სხვა ოთახში გამოკეტოს

ცხოველის დანახვაზე, მოფერების ნაცვლად ინტერესდები აცრილია თუ - არა

მგლოვიარე პატრონს "კაი რა იყო, თევზია, ახალს იყიდი"-ით ამშვიდებ

ძაღლთან ერთად მანქანაში არ ისვამ

კატეგორიულ უარზე ხარ, რომ ცოტა ხნით ზაზუნა დაგიტოვოს

მიუხედავად პატრონის არაერთი შენიშვნისა, მის ძაღლს სახელით არ მიმართავ და "მპუ-მპუო" ეძახი