შინაურ პირობებში მომზადებული არაყი "ატომიკი", რომელიც ჩერნობილის ჯერ კიდევ აკრძალულ ტერიტორიაზე მოყვანილი ინგრედიენტებისგან ჩამოასხეს, მეცნიერების მტკიცებით უსაფრთხო სასმელია.
პორთსმუტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ალჰოკოლური სასმელი რადიაქტიულ ტერიტორიაზე არსებული მარცვლეულით და წყლით დაამზადეს. ეს პირველი სამომხმარებლო პროდუქტია, რომელიც ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ ამ ტერიტორიიდან შეიქმნა.
ჩერნობილის კატასტროფა
1986 წლის 26 აპრილს, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტექნოგენური კატასტროფა მოხდა. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე მომხდარი აფეთქების შედეგად სხვადასხვა რადიაოაქტიური ნივთიერება ატმოსფეროში გაიტყორცნა. მოიწამლა ასობით ათასი კვადრატული კილომეტრი და ტრაგიკულად შეიცვალა მილიონობით ადამიანის ცხოვრება. სამუდამოდ შეიცვალა დამოკიდებულება ატომურ ენერგეტიკასთან, ჩერნობილის ავარიამ გამოააშკარავა, თუ რამდენად მასშტაბური და გრძელვადიანი შეიძლება იყოს ატომურ ობიექტზე მომხდარი კატასტროფის შედეგები.