BBC Radio 1-ის კინოკრიტიკოსთან ალი პლამბთან საუბრისას ბრედ პიტმა და ლეონარდო დიკაპრიომ აღნიშნეს, რომ ისინი ხალხს მეთ დეიმონში ეშლებათ და მათ ქუჩაში მის მაგივრად სთხოვენ ავტოგრაფებს. სიტუაცია კომიკურია, როგორც ბრედ პიტი ამბობს ასეთ დროს გაბრაზების ნაცვლად თავიც მოუკატუნებია და კოლეგის მაგივრად მართლაც გაუცია ავტოგრაფები.
პიტიც, დიკაპრიოც და დეიმონის ჰოლივუდის გასული ათწლეულის წამყვანი მსახიობები არიან. დიკაპრიო და პიტი ერთად The Departed-ში თამაშობდნენ, ხოლო პიტი და დეიმონი ოუშენის საგაში. შესაძლოა ფანებს ისინი ერთად ჰყავთ სხვადასხვა ფილმებში ნანახი და ეს არის მიზეზი რის გამოც ეს გაუგებრობა ხდება? ამის თქმა ძნელია, თუმცა საინტერესო იქნებოდა ბრედ პიტის ან დიკაპრიოს გაკვირვებული სახის ნახვა, როდესაც მეთ დეიმონში ეშლებათ და ავტოგრაფს სთხოვენ.