რას ამბობს პაატა სალია ნიკა გვარამიასთავის ბრალის წაყენებაზე

რას ამბობს პაატა სალია ნიკა გვარამიასთავის ბრალის წაყენებაზე

„რუსთავი 2"-ის დირექტორმა, პაატა სალიამ ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც სალიამ თქვა, ტელევიზიაში მისვლის შემდეგ აღმოაჩინა დარღვევები, რის შემდეგაც შესაბამის უწყებებს აცნობა.

„დოკუმენტების გაცნობის შემდგომ, მე წარვადგინე განცხადება, სადაც მივუთითე სავარაუდო ნიშნებზე, დანაშაულს მე ვერ დავადგენდი. მე თავიდანვე შევნიშნე, რომ ისე არ იყო საქმე, როგორც უნდა ყოფილიყო. მენეჯმენტს ისე არ მიჰყავდა საქმიანობა, როგორც საჭირო იყო. მე ვალდებული ვიყავი შესაბამისი ორგანოებისთვის მიმემართა და მეცნობებინა. მეტი დეტალი ამჟამად მეც არ ვიცი.

კომპანიის კუთვნილი თანხები აკუმულირდებოდა სხვა კომპანიაში, შემდგომმა ამ კომპანიის მიერ ხდებოდა უძრავი ქონების შეძენა, რომელიც გადაეცემოდა კომპანიის დირექტორს. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნები. დანარჩენს სასამართლო გადაწყვეტს." - განაცხადა პაატა სალიამ.