პარტია “გამარჯვებული საქართველოსთვის” წევრ გუბაზ სანიკიძის თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას პირუტყვული შიში აქვს ნაციონალური მოძრაობის, რადგან პარტიას პოპულარობა ემატება, ხოლო ქართულ ოცნებას აკლდება. ამის შესახებ მან “კავკასიის” ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.
“აქ არის ნაციონალური მოძრაობის პირუტყვული შიში, რადგან იციან, რომ ქართულ ოცნებას აკლდება პოპულარობა და ემატება ნაციონალურ მოძრაობას, ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს არის ფაქტი” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მისივე თქმით, ე.წ სისხლიან 9 წელი თითქმის აღარავის ახსოვს.