როცა რაიმეს ნამდვილად დააშავებთ და გრძნობთ, რომ ყველაფერი თქვენი ბრალია, ბოდიში აუცილებლად უნდა მოიხადოთ. ეს პირველ რიგში, თქვენ გჭირდებათ, მაგრამ ზოგჯერ, ადამიანები აჭარბებენ და არის კატეგორია, რომლებიც აბსოლუტურად ყველაფრის გამო ბოდიშს იხდიან და საკუთარი თავი ყველაფერში დამნაშავედ მიაჩნიათ.
ვნახოთ 18 რამ, რის გამოც ბოდიში არ უნდა მოიხადოთ:
თუ უარს იტყვით იმ ადამიანთან ურთიერთობაზე, რომელიც თქვენს საზღვრებს ყოველთვის არღვევს, ეს ლოგიკურია და ნუ მოიხდით ბოდიშს ამის გამო.
ნუ მოიხდით ბოდიშს იმის გამო, რომ ზუსტად ისე იქცევით, როგორც გსურთ, როგორც თქვენს რეალურ სახეს შეესაბამება.
არასოდეს მოიხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ ინსტინქტებს ენდეთ, იმის გამო, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება მიიღეთ, მაგრამ არ შეგიძლიათ ახსნათ, თუ რატომ.
არასოდეს არ მოიხადოთ ბოდიში, თუ ნამდვილი დამნაშავე თქვენ არ ხართ.
ყველა ადამიანს სჭირდება დრო საკუთარი თავისთვის და ნუ იგრძნობთ თავს დამნაშავედ, არავის წინაშე არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი. თქვენი უფლებაა ხანდახან საკუთარ თავსაც დაუთმოთ დრო.
ნუ მოიხდი ბოდიშს შენი მოსაზრების გამო და ყოველთვის თამამად ისაუბრე საკუთარ შეხედულებებზე.
ნუ მოიხდი ბოდიშს იმის გამო, რომ რაღაცის ბოლომდე გჯერა და გწამს.
ნუ მოიხდი ბოდიშს იმის გამო, რომ ცხოვრობ ისეთი ცხოვრებით, როგორიც მოგწონს, რომელიც, შესაძლოა, საზოგადოების სტანდარტებს არ შეესაბამება, მაგრამ ეს შენი ცხოვრებაა და მოსაბოდიშებელი არავისთან გაქვს.
ნუ მოიხდი ბოდიშს საკუთარი გადაწყვეტილებების გამო, რომელსაც სხვისთვის არაფერი უვნია.
ნუ მოიხდი ბოდიშს შენი გრძნობების, განცდებისა და ემოციების გამო. იმის გამო, რომ ზოგჯერ მოწყენილი, ან გაბრაზებული ხარ.
ნუ მოიხდი ბოდიშს იმის გამო, რომ ძალიან მგრძნობიარე ხარ.
როგორც მშობელი, შენ იცავ შვილებს და ცდილობ მათ საფრთხე აარიდო, ეს მშობლის ინსტინქტია და არავისთან გაქვთ მოსაბოდიშებელი იმის გამო, თუ შვილების დაცვაზე ზრუნავთ.
ნუ მოიხდი ბოდიშს იმის გამო, რომ მეგობრებთან ერთად ერთობი, ან იმის გამო, რომ მუშაობ და გართობისთვის დრო არ გაქვს.
ყოველთვის თქვი სიმართლე რაც არ უნდა მწარე იყოს ის და ნუ მოიხდი ბოდიშს სიმართლის თქმისთვის.
ნუ მოიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ ცხოველთა უფლებებისთვის იბრძვი.
ხანდახან ყველას გვჭირდება ტაიმ-აუტის აღება, მოდუნება და არაფრის კეთება. ნუ მოიხდი ბოდიშს ამის გამო.
დასვი კითხვები ყველაფრის შესახებ რაც არ იცი და რაც გაინტერესებს და ნუ მოიხდი ბოდიშს ამის გამო. ყველაფრის მცოდნე არავინაა.
ნუ მოიხდი ბოდიშს იმის გამო, რომ ცხოვრებაში ის აირჩიე, რაც (ვინც) ყველაზე მეტად გჭირდებოდა და გსურდა.