დავით ბერძენიშვილი: კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა

დავით ბერძენიშვილი: კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა" მარტო ერთ გენერალს არ წამოსცდენია, ამერიკულ პრესაშიც კი მოხვდა ეს სიტყვები 11 აგვისტოს

კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა" მარტო ერთ გენერალს არ წამოსცდენია, ამერიკულ პრესაშიც კი მოხვდა ეს სიტყვები 11 აგვისტოს - წერს სოციალურ ქსელში დავით ბერძენიშვილი

2008 წლის ივლისის ბოლოს ვარშავის უნივერსიტეტში ვიყავი კონფერენციაზე.

საქართველოში პოლონეთის ელჩმა იაცეკ მულტანოვსკიმ შემომთავაზა იქ წასვლა, ცალკე პროგრამასაც მოგიმზადებთო. იაცეკს და მის მეუღლე კინგას ელჩობამდე ვიცნობდი, ახლობლები არიან - პოლონეთის საელჩოს ზედა სართულიდან თუ მთლად სახურავიდან იღებდა 7 ნოემბრის დარბევას ( ზუბალაშვილის და ბესიკის კუთხეში იყო მაშინ საელჩო) და გამორჩეულად მკაცრი იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ, საჭიროების შემთხვევაში

იქვე, გრიბოედოვზე რესპუბლიკელების ოფისთანაც სასწრაფოდ გაჩნდებოდა...

ჰოდა, უარი ვერ ვუთხარი ვარშავაში წასვლაზე.

კონფერენციაც საინტერესო იყო, ანჯეი ვაიდა და მისი "კატინიც" ვნახე....მაგრამ მთავარი მართლა იმ ცალკე პროგრამის ფარგლებში შეხვედრები აღმოჩნდა: 50/ 50- ზეა რუსეთთან საქართველოს ომის ალბათობაო, ასე ვვარაუდობთო. არ დავეთანხმე, საბაბს ჩვენი მოუთმენელი ხელისუფლებაც კი არ მისცემს მეთქი.

ვარშავიდან თბილისში ჩამოსულს გორიდან დაბრუნებულმა ზუკამ და მისმა მეგობარმა მიხომ მითხრეს - აგვისტოში ცხინვალში შევდივართო, მთელმა გორმა იცისო...მაშინაც არ დავიჯერე.

არადა, 7 აგვისტოც დადგა. წინა დღეებში ჩვენი ხელისუფალნი ოს სეპარატისტებს აბრალებდნენ ვითარების გამწვავებას, რუსები ვერ აკონტროლებენო. ეკა კვესიტაძის და ნინო ჯაფიაშვილის გადაცემაში მინისტრ იაკობაშვილის სიტყვები ახლაც კარგად მახსოვს( დაინტერესებულმა ადამიანებს ახლაც შეგიძლიათ ამ გადაცემის ნახვა, , საინტერესოა).

" კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა" მარტო ერთ გენერალს არ წამოცდენია, ამერიკულ პრესაშიც კი მოხვდა ეს სიტყვები 11 აგვისტოს.... მაგრამ ეს არაფერს ცვლის - რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და დაიწყო ომი და ოკუპანტია. ინტერვენციაც იყო და " მძინარე ცხინვალში ქართული ბომბებით 2000 მშვიდობიანი ოსის დაღუპვის" ამაზრზენი რუსული პროპაგანდაც.

მძიმე დღეა 7 აგვისტო. 08.08.08 კიდე საშინელი თარიღი. 9 აგვისტოს პრეზიდენტის ბრძანებულების დამტკიცება პარლამენტში - ერთი ახლა გადახედეთ ტექსტს მაშინდელმა დეპუტატებმა - არ მოგეწონებათ.

" 8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში( !!!- დ.ბ.) რამდენიმე ასეულმა რუსულმა ტექნიკამ და სამხედრომ გადმოლახა საქართველოს საზღვარი" - ეს რამ დააწერინა( ვინც დაწერა) და როგორ ვერ მიაქციეთ ყურადღება( ვინც კენჭი უყარეთ)?

ტალიავინის მიმართ საყვედური არ გვეთქმის, უფრო პირიქით - ჩვენსკენ იყო.

ანწუხელიძემ და უამრავმა სხვა პატრიოტთა იხსნა მაშინ ქვეყნის ღირსება.

სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ისტორიის გადაწერის, კორექტირების საჭიროება არ გვაქვს.

 

 

 

უ ც ხ ო .
"ვარშავიდან თბილისში ჩამოსულს გორიდან დაბრუნებულმა ზუკამ და მისმა მეგობარმა მიხომ მითხრეს - აგვისტოში ცხინვალში შევდივართო, მთელმა გორმა იცისო...მაშინაც არ დავიჯერე."
!
ჩვენი პოლიტიკოსების მთელ ამ "გამოხმაურებებში" ეს დეტალი ყველაზე მნიშვნელოვანია! - აქედან ჩანს, როგორ უსირცხვილოდ ცრუობს სააკაშვილი, როცა ამტკიცებს, რომ ცხინვალზე ლაშქრობა იყო მხოლოდ საპასუხო ' რ ე ა ქ ც ი ა ' იმაზე, რომ რუსეთის არმია უკვე შემოიჭრა საქართველოში!..

მე არ ვიცი, ვინ არის ზუკა (ალბათ ავტორის ახლობელია), მაგრამ ზუკა რომ სიზმარში ნანახს არ უყვება ბერძენიშვილს, ნაღდია!
5 წლის უკან
უ ც ხ ო P.S. ზ უ კ ა მ იცოდა, რომ აგვისტოში ცხინვალში შევდიოდით და ჩრდ. კავკასიაში დისლოცირებულ რუსეთის 58-ე არმიას და კრემლს არაფერი ეცოდინებოდათ ამის შესახებ, რა თქმა უნდა!
5 წლის უკან