რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომიდან 11 წელი შესრულდა. აგვისტოს ომი დღეს პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა. როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები, აქცენტს რუსეთის პასუხისმგებლობასა და ღია უკანანო სამხედრო აგრესიაზე აკეთებენ. ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წევრები ყურადღებას ერთმანეთის არასწორ მოქმედებებზეც ამახვილებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილსა და ვლადიმერ პუტინს ერთ კონტექსტში მოხსენებიენ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგს (ანუ გინებას) იმსახურებენ.
“ყველას, ვინც პუტინს და მიშას ოდნავ მაინც ერთ კონტექსტში მოიხსენიებთ დღეს, მოგმართავთ გაბუნიას მონოლოგით”, – წერს ჟორჟოლიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.