,,ერთი ხელით აგვისტოს ომს მისტირიან, მეორე ხელით კი, ომით გამდიდრებას ხარობენ…. ამ ყველაფერზე, ქართველი ხალხი ორივე ხელით გაგებინებთ პასუხს” – ეკონომისტი, ირაკლი ლატარია აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
,,ერთი ხელით პუტინს აგინებდნენ, მეორე ხელით ყველაფერს უსრულებდნენ.
ერთი ხელით იარაღებს ყიდულობდნენ, მეორე ხელით ნაყიდ ტყვია-წამალს ყიდდნენ.
ერთი ხელით სიტყვის თავისუფლებას გაჰკივოდნენ, მეორე ხელით ჟურნალისტებს აკავებდნენ.
ერთი ხელით მედია-პრულარიზმზე აკეთებდნენ აქცენტებს, მეორე ხელით დამოუკიდებელ ტელევიზიებს არბევდნენ.
ერთი ხელით კრიმინალს ებრძოდნენ, მეორე ხელით სახელმწიფო კანონიერ ქურდებად გარდაიქმნენ.
ერთი ხელით ახალგაზრდების განათლებაზე გვესაუბრებოდნენ, მეორე ხელით უდანაშაულო ბავშვებს ქუჩაში გვიხვრეტდნენ.
ერთი ხელით რუს ტურისტებს გვიგინებდნენ, მეორე ხელით მოსკოვში ბინებს ყიდულობდნენ.
ერთი ხელით ეკონომიკის განვითარებაზე გვესაუბრებოდნენ, მეორე ხელით ყველა ბიზნესს არეკეტებდნენ.
ერთი ხელით ლარის გამყარებაზე გვესაუბრებოდნენ, მეორე ხელით სავალუტო ფონდს ჩუმად ფულს ემათხოვრებოდნენ.
ერთი ხელით წართმეული ტერიტორიების დაბრუნებას აანონსებდნენ, მეორე ხელით დარჩენილი მიწები გადასცეს.
ერთი ხელით ქართველი ბიჭების გვამებზე “ტიროდნენ”, მეორე ხელით გამარჯვებას ზეიმობდნენ.
ერთი ხელით სიცოცხლის გახანგრძლივებას გვპირდებოდნენ, მეორე ხელით ცოცხალ ხალხს კბილებს აძრობნდნენ.
ერთი ხელით თვალს იფარებენ, მეორე ხელით თბილისი-მოსკოვი რეისზე ვერავინ ასწრებს.
და ბოლოს, ერთი ხელით აგვისტოს ომს მისტირიან, მეორე ხელით კი, ომით გამდიდრებას ხარობენ.
და ამ ყველაფერზე, ქართველი ხალხი ორივე ხელით გაგებინებთ პასუხს” – წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში