„7 აგვისტო სიმბოლური თარიღია, თორემ რუსებმა, კრემლმა, პუტინმა ომი გაცილებით ადრე დაიწყო. 1 აგვისტოს უკვე სრულმასშტაბიანი ომი იყო გაჩაღებული” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა. “ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა” აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.
გრიგოლ ვაშაძის ამ განცხადებას ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე სარკასტული პოსტით ეხმაურება:
“გრიგოლ ვაშაძე: “7 აგვისტო სიმბოლური თარიღია, თორემ რუსებმა ომი გაცილებით ადრე დაიწყეს”.
აი, კაცი… აი, აზროვნება… აი, მსჯელობა… აი, განათლება… აი, პლასტიკა… აი, გრაციოზულობა… აი, რუსეთის ისტორიის ცოდნა… აი, მოვლენებისადმი ღრმა წვდომა… აი, საკითხისადმი ფილოსოფიური მიდგომა… აი, აი და… მოგი*..ანთ პატრონი თქვენა!!!” – წერს ზედელაშვილი.