„ყველას ეშინია სიმართლის თქმა, რადგან “ნაცები” ეგრევე მოღალატის იარლიყს აკრავენ“

„ყველას ეშინია სიმართლის თქმა, რადგან “ნაცები” ეგრევე მოღალატის იარლიყს აკრავენ“

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 11 წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველი ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ წინა ხელსიუფლებამ დანაშაული ჩაიდინა არა რუსების ან სეპარატისტების, არამედ ქართველი ხალხის წინაშე, როცა მშვიდობიანი ქართული მოსახლეობა მტერს შეატოვა.

"წინა პოსტი წავშალე, რადგან სკაბრეზის გამო ბევრმა მისაყვედურა, მაგრამ რა არის წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობა აგვისტოს ომში ამაზე ვრცელ ბლოგს ჩავწერ ამ დღეებში. ეს არ ნიშნავს რა თქმა უნდა, იმას რომ რუსეთი რამეში მართალია, რადგან წინა ხელსიუფლებამ დანაშაული ჩაიდინა არა რუსების ან სეპარატისტების წინაშე, არამედ ქართველი ხალხის წინაშე, როცა მშვიდობიანი ქართული მოსახლეობა მტერს შეატოვა და აქ ომის დაწყება არაფერ შუაშია.

უნდა დამთავრდეს სააკაშვილისთვის ხელის დაფარება. სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა და მთელი ქვეყანა საკუთარი პოზიციის მძველად აქცია. ყველას ეშინია სიმართლის თქმა და მოვლენებისთვის სახელის დარქმევა, რადგან "ნაცები" ყველას ეგრევე მოღალატის იარლიყს აკრავენ. არადა თუ ვინმემ უღალატა ასეთები მათ რიგებში უნდა ეძებონ. იმის მაგივრად რომ მათ პასუხსს ვთხოვდეთ, მათი შანტაჟის წინაშე ვკანკალებთ", - წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.