„როდესაც თხზავენ დანაშაულს, იქ ზღვარი არ არსებობს

„როდესაც თხზავენ დანაშაულს, იქ ზღვარი არ არსებობს"

„რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ისევ სასამართლოშია. ამჯერად ნიკა გვარამია, გამოკითხვის ოქმის გასაცნობად დაიბარეს.

ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ 3 მძიმე მუხლით დაწყებული გამოძიების მთავარი სამიზნე, მისი განეიტრალებაა და ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიების მოტივით მის დაკავებასაც არ გამორიცხავს.

„როდესაც თხზავენ დანაშაულს, იქ ხომ ზღვარი არ არსებობს. როგორ უნდა ვიმკითხაო უკანონობა სადამდე მივა. ამისი წინასწარმეტყველება შეუძლებელია. მე ვიცი, რომ არაფერი არ ჩამიდენია. შეუძლებელია ჩემთვის რამის ინკრიმინირება. და კანონს რომ მიჰყვებოდეს პროკურატურა და სასამართლო, მე შემიძლია წინასწარმეტყველება მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეს ესე არ არის.

უკანონობის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ეს შეიძლება დამთავრდეს დაკავებით, ეს შეიძლება დამთავრდეს სხვა რამე გზით. მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რაც მე ვთქვი ის მაინც გაკეთდება. არ მადარდებს საერთოდ,"-განაცხადა ნიკა გვარამიამ.