ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც პოლიტიკოსი საინტერესო არ არის. როგორც ადამიანურად, რა თქმა უნდა, არავინ მემეტება ციხისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძე ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განუცხადა.
კალაძის თქმით, დანაშაულზე პასუხი ყველამ უნდა აგოს.
"თუ ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი, ყველამ უნდა აგოს პასუხი. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდებოდა 20 ივნისის ღამეს. ის მძიმე კადრები ყველას გვახსოვს", - აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის მაპროვოცირებელი იყვნენ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები. მათ იქ მისული ადამიანები, რომლებსაც რეალურად პროტესტის განცდა ჰქონდათ, არასწორად გამოიყენეს.