სარედაქციო პოლიტიკის ხელშეუხებლობის ტრაკუცუნობა - წერს სოციალურ ქსელში ლიტერატორი კობა ჭუმბურიძე
მიყვარს ეს ისტორია და ხანდახან თქვენც გახსენებთ.
უნივერსიტეტის სალაროსთან ხელფასის რიგში აკაკი შანიძემ მიმართა შალვა ნუცუბიძეს - გაგიმარჯოს ჩემო შალვა, როგორ არის საქმე ფულესოფიაშიო?
- უკეთ, ვიდრე ფუნეტიკაშიო...
ამ ორ გენიოსზე დიდი გენიოსებიც გამოგვიჩნდა ქართველებს - რუსთავიორის მენეჯვმენტი.
დიახ, სწორედ მათ მოახერხეს ფუნეტიკა ფულესოფიად ექციათ.
რამდენი თაღლითობა და გადაგდება შეირგო ამ წუნკალმა არხმა დაარსებამდე და შემდეგ, როგორ შეეკრა ნორჩ მოქკავშირს და დღემდე გადასახადები არ იხადა, როგორ მოერგო გოიმთა გემოვნებას, როგორ გაახაზირა რეიტინგის დათვლის ვითომსისტემა და მიიტაცა ქაჯი ბიზნესმენების რეკლამები, მერე ესეც არ იკმარა და ხელისუფლების არაერთგული არხის, "იმედის" დარბევის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ გამოსარჩლებოდა, მისი რეკლამებიც დაითრია და შეირგო კიდეც.
ეს მე რაც სახელდახელოდ გამახსენდა და ვიღაცამ ალბათ ამაზე ასჯერ მეტი და სერიოზული ამბებიც იცის.
ჰოდა ამათთან რა სახსენებელია სხვა გენიოსი.
ახლა გამომიდგებიან დემოკრატიით მოკეკლუცე ვითომმფლობელები და - სარედაქციო პოლიტიკას არ შევეხებთო.
ჰეი, კეკლუცებო, მათ შორის ზოგიერთო დიპლიპიტო... უკაცრავად, დიპლომატო, ანუ, თქვენი აზრით, სარედაქციო პოლიტიკა ჰქვია იმას, რომ თურმე კულტურის მინისტრმა ორი კაცი ნაჯახით დაანაწევრა, ან იმას, რომ თურმე კალაძე იტალიის კარ-ფანჯრის მაფიის ბობოლაა, ან იმას, რომ ეთერში, გინდაც საგინებლის გინებით შენი გაჭირვებული ქვეყანა მილიარდით აზარალო.
ისე, იმათზე კი ახია, ვინც რეკლამას რუსთავიორში მიაცუნცულებდა...
ჰოდა, თუ ამის შენარჩუნებას აპირებს ვინმე, ჩემთვის რა ბედენაა რა გვარი იქნება მფლობელი, მაგათ ისევ გვარამია მირჩევნია, ხანდახან გამაცინებდა ხოლმე მაინცა.
აქვე კითხვა - რატომ არ შეიძლება რეიტინგების დათვლის პარალელური სისტემის შექმნა და რეალური რეიტინგების დადება? იქნებ ასე მაინც მოვიდეს აზრზე ზოგი ცუნცულა ბიზნესმენი.
მოკლეს, სამკალი ფრიად არს.