“რუსთავი 2“ - ის დამფუძნებლები ქიბარ ხალვაშის შეთავაზებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ

“რუსთავი 2“ - ის დამფუძნებლები ქიბარ ხალვაშის შეთავაზებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, მას და დავით დვალს „რუსთავი 2“-ის მფლობელის ქიბარ ხალვაშის შეთავაზებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაზუსტებით აქვთ ჩამოყალიბებული.

„დიახ, დაზუსტებით გვაქვს ჩამოყალილბებული. ხვალინდელ ბრიფინგზე მოგახსენებთ ჩვენს მოსაზრებებს ქიბარ ხალვაშის წინადადებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ჯარჯი აქიმიძემ.

ცნობისთვის, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში, დღეს, 14:00 საათზე, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ბრიფინგს გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ქიბარ ხალვაში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს „რუსთავი 2“-ის 50%-იან წილს სთავაზობდა. 30 ივლისს გამართული შეხვედრისას კი 40% შესთავაზა.

 

 

სოციალისტი ამათთვის არაფრის შეთავაზება არ იყო საჭირო! თუ ესენი რ2 -ის დამფუძნებელები არიან ორივე სასწრაფოდ დასაპატიმრებელია, რადგან რაც მაგათმა "დაფუძნებულმა" ზიანი მიაყენა საქათველოს მხოლოდ ჯალალედინის შემოსევას თუ შეიძლება შევადაროთ! აგიხსნით, ახლა მე რომ "ციმბირის წყლულის" საწარმო შევქმნა-დავაფუძნო, დაიწყოს იმან ფუნქციონირება, მერე ვინმემ, მაგალითად ოქრუაშვილმა წამართვას ან შეისყიდოს ჩემგან და და ამ ჩემი დაფუძნებულის პროდუქტმა დაავადოს საქართველოს მოსახლეობა, არ ვიქნები მე დამნაშავე, არ ვიქნები უმკაცრესი სასჯელის ღირსი??!! ხოდა აგონ ამ ჯიგიტებმა ახლა პასუხი სამშობლოს წინაშე მთელი სიმკაცრით!!! )))
5 წლის უკან