ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებული ახალი არხი ტელეკომპანია „იბერიას“ ბაზაზე შეიქმნება, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, გასული წლის შემოდგომაზე დაიხურა. „იბერია“ „ომეგა ჯგუფის“ მფლობელობაში შედიოდა, რომლის დამფუძნებელიც ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილია.
ცნობილი ხდება ისიც, თუ სად განთავსდება ახალი ტელეკომპანია. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ის „ომეგას“ ფაბრიკის ტერიტორიაზე, ვაშლიჯვარში იფუნქციებს.
დღეს ჩვენ მოვახერხეთ დავკავშირებოდით ზაზა ოქუაშვილის მეუღლეს, დეპუტატ ნატო ჩხეიძეს. მასთან "ესემეს" მიმოწერაც შედგა. ნატო ჩხიძემ უპასუხა ჩვენს ყველა კითხვას, რომელიც ტელეკომპანია „იბერიას“ შესახებ დავუსვით, მაგრამ ერთადერთი შეკითხვა დატოვა მან უპასუხოდ. ეს შეკითხვა გვარამიას მიერ დაანონსებული ახალი არხის „ომეგას“ ბაზაზე დაფუძნებას შეეხებოდა.
ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომ ქმნის ტელევიზიას, სადაც ძველი გუნდით გადავა.