აქციები, ტურისტების შემცირება, გარე ფაქტორები

აქციები, ტურისტების შემცირება, გარე ფაქტორები

მე გამიხარდებოდა მეტი ინფორმაციის მიღება ეროვნული ბანკისგან, თუ რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ლარის კურსის დასტაბილურდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ლარის კურსთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია ძალიან ცუდი და მძიმეა, რაც სხვადასხვა ფაქტორებმა განაპირობა.

„ეს არის აქციებთან დაკავშირებული მოვლენები, თუ როგორ განვითარდა, ეს არის ტურისტების შემცირებული ნაკადები, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში განვითარებული პროცესები, გარე ფაქტორები, ყველაფერი ეს ერთობლიობაში გვაძლევს შედეგს, რაც გვაქვს დღეს, რაც არის ძალიან ცუდი. მე გამიხარდებოდა მეტი ინფორმაციის მიღება ეროვნული ბანკისგან, თუ რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, რა ნაბიჯები უნდა იყოს გადაიდგას, რათა ლარის კურსის დასტაბილურდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.