სად გაგრძელდება „The ვანოს შოუ“ - „ჩვენი გუნდისთვის დამოუკიდებლობა გაცილებით ძვირფასია“

სად გაგრძელდება „The ვანოს შოუ“ - „ჩვენი გუნდისთვის დამოუკიდებლობა გაცილებით ძვირფასია“

ახალ არხზე, რომელსაც „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აკეთებს, კულუარული ინფორმაციით „ვანოს შოუს" ვიხილავთ. თუმცა შოუმენმა „პრაიმტაიმთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ის „რუსთავი 2"-ზე რჩება.

ვანო ჯავახიშვილი: - არ ვარ ინფორმირებული, ვინ რას აკეთებს. ახლა შვებულებაში ვარ, სექტემბრამდე. „რუსთავი 2"-ის გუნდი შევთანხმდით ერთ საკითხზე, რომ სარედაქციო პოლიტიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და სანამ ხელშეუხებელი იქნება ეს პოლიტიკა, მანამ ჩვენ „რუსთავი 2"-ზე ვრჩებით.

- და ამ პოლიტიკის შეცვლის შემთხვევეაში?

- შეცვლის შემთხვევაში ჩვენთვის რთული იქნება არხზე გაჩერება. ჩვენი გუნდისთვის დამოუკიდებლობა გაცილებით ძვირფასია, ვიდრე რაიმე კონკრეტული დავალებების შესრულება. ახლა შვებულება გვაქვს. მთელი აგვისტო ვისვენებთ.

ახალი არხის შექმნის შესახებ ნიკა გვარამიამ „ფეისბუქზე" ჯერ კიდევ 26 ივლისს დაწერა. „გადავწყვიტე: რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო. უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც აქამდე ყველაზე საუკეთესო მგონია. გპირდებით, საუკეთესო ეთერი გელით, და გპირდებით, უფრო მალე, ვიდრე გგონიათ."

 

thrgg@yahoo.com წადი შენი და შენი ტელევიზიისაც...
5 წლის უკან
amo მაყურებლისაც.
5 წლის უკან