“ვინაა მათი ბოსი? გველბოკერა? როგორც ჩანს ეგრეა…”

“ვინაა მათი ბოსი? გველბოკერა? როგორც ჩანს ეგრეა…”

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი “ფეისბუქის” გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ეხლა ვფიქრობ და ვუკირკიტებ!

სულ მოვლენათა ეპიცენტრში ვარ… არც პოლიტიკური და არც თბილისური მოძრაობები არ დამკლებია. ამ ქალაქის ვნებებს მე მგონი ვიცნობ. სად და რა მომეტში გამისხლტნენ ხელიდან ეს ბავშვები? ასეთი უწიგნურები… ასე თავხედურად მაქსიმალისტები? ასეთი პოხუისტები? ასე იოლად ამყოლები ბებერი გოთვერნების მიერ შემოპარულ “მჟავე პატრიოტიზმზე”? რა თაობაა ეს? ესაა “მიშას თაობა”? სადაა მათი ბუდე, მათი იდეოლოგიის გრაალი? მათი გურუები ვინ არიან? ან იქნებ არც აქვთ ეს ყოველივე? იქნებ ციფრული სამყაროს ერთიანებსა და ნოლიანებში არიან მიმობნეულნი?

მიშამ “გააკმარა” თავის დროზე ახალაიები. ეს ქუჩის ბიჭების დაჩმორებას გადარჩენილი ახლანდელი მეპროტესტე ინფანტილური მალადნიაკი ახალი კმარაა?

ალბათ არა! როგორც ვატყობ ამათ არ უნდათ მაყუთი, გავლენა და მეტი ძალაუფლება. ეშინიათ ამეების. ვნებებიც რაღაც ცვედანური აქვთ – “უსაფრთხო პროტესტი და რამე” . აბა რა ჯურია ? რა ღირებულებები აქვთ? რა უნდათ ვაბშე?

ვინაა მათი ბოსი? გველბოკერა? როგორც ჩანს ეგრეა.

ზნაჩიტ ისეთივე პოლიტიკური საჭურისები იქნებიან როგორიც გველბოკერას სასტავია”, – წერს რამიშვილი სოციალურ ქსელში.