“ბლექ სი არენას” ხელმძღვანელი ტატო ხარჩილავა და თაღლითობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:
“ცოტა არ იყოს მეუხერხულება ამის დაწერა, მაგრამ ბილეთები, როგორც ბლექ სი არენას ღონისძიებებზე, ასევე სხვა ნებისმიერ “ივენთზე”, ოფიციალურად იყიდება მხოლოდ “პროვაიდერ” საიტებზე. შესაბამისად, სხვა კერძო პირებსგან ფასდაკლებების თუ მოსაწევევების შემოთავაზება ხშირად მხოლოდ თაღლითობის მცდელობაა და სხვა არაფერი.
თუ ჩემი/თქვენი ნაცნობები, მეგობრები ან მოგვარეები სხვადასხვა არხებით ბილეთების შეძენას გთავაზობენ, ე.ი. თაღლითობას აქვს ადგილი და ფრთხილად იყავით!!!
ამ დღეებში ძალიან ბევრი ცუდი ისტორია მოვისმინე და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდომარეობაში და ნურც მე ჩამაგდებთ,” – წერს “ბლექ სი არენას” დირექტორი ტატო ხარჩილავა სოციალურ ქსელში.