„დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძეს ვინ არიან საერთოდ და რატომ ჰგონიათ, რომ რამე ეკუთვნით“

„დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძეს ვინ არიან საერთოდ და რატომ ჰგონიათ, რომ რამე ეკუთვნით“

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის შესახებ ფესიბუქზე წერს

"დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე რას ითხოვენ, ვინ არიან საერთოდ და რატომ ჰგონიათ, რომ რამე ეკუთვნით?! ამ ორ პერსონას რატომ უნდა მისცეს წილი ქიბარ ხალვაშმა, რა დამსახურებისთვის?!

თვითონაც აცხადებენ, რომ ქიბარ ხალვაში არაფრით არის ვალდებული მათ წინაშე! ჰოდა, დვალს და აქიმიძეს ვინ ეკითხებათ "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკას ან სარედაქციო დამოუკიდებლობას?! რა პოზიტიური გამოცდილება აქვს ამ ორ ადამიანს საიმისოდ, რომ მათზე იყოს დამოკიდებული ქართული მედიის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში "რუსთავი 2″-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა?! და საერთოდ, რა ხალხია ეს დუეტი და ვინ კითხავს მათ რამეს?! ნუ დაგვღალეთ, რა!" - წერს მძინარაშვილი.

 

thrgg@yahoo.com საინტერესოა მათი ბიოგრაფია, როგორ და რანდებად ჩაიგდეს ხელში ეს ტვ და რამდენი აქვთ აღებული ნაცების დროს?
5 წლის უკან