ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე ჯარჯი აქიმაძე და დავით დვალი უარს ამბობენ

ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე ჯარჯი აქიმაძე და დავით დვალი უარს ამბობენ

„რუსთავი 2"- ის დამფუძნებლები - ჯარჯი აქიმაძე და დავით დვალი, ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე უარს ამბობენ.

აქიმიძე ამბობს, რომ არგუმენტების ჩამოსაყალიბებლად, თუ რატომ არ თანხმდებიან შემოთავაზებას ის და დვალი გარკვეული, დრო სჭირდებათ. ამასთან აქიმიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს შეთავაზება მიუღებელია, შეიძლება იყოს ისიც, რომ გადაწყვეტილებების მიმღებები ისინი არ იქნებიან.

„ჩვენ არ ვიყავით კმაყოფილები 40%-ით და ეს სახეზეც შეგვეტყო. ახლა მოგვეცით საშუალება თუნდაც ერთი დღით მაინც დავფიქრდეთ, რათა ჩამოვაყალიბოთ, რატომ არ ვართ თანახმა ამ ყველაფერზე. ჩვენ 40-ზე არ ვართ თანახმა და არგუმენტირებულად ჩამოვაყალიბებთ, რატომ არ ვართ თანახმა, შესაძლოა, ვთქვათ რა არის ჩვენთვის მეტნაკლებად მისაღები და რაზე ვფიქრობთ ჩვენ. რა შემოთავაზება იქნება შემდეგ უკვე ქიბარისგან, ეს ყველაფერი გამოჩნდება", - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

ამასთან, კითხვაზე რა ოდენობის წილების შეთავაზება იქნება „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებისთვის მისაღები, ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა რომ ისინი 60%-ზე მეტს ვერ მოითხოვენ იქიდან გამომდინარე, რომ წართმევამდე სწორედ ამ ოდენობის წილებს ფლობდნენ.

thrgg@yahoo.com მე მგონი ესენი ამასაც დაკარგავენ და სწორიც იქნება!!!
5 წლის უკან