„თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში ლარი გამყარდება. კითხვაზე, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები რამდენად იძლევა პოზიტიური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას, ბუცხრიკიძე დამატებით კომენტარს არ აკეთებს და ამბობს მხოლოდ იმას, რომ თიბისის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მოლოდინი აქვთ, რომ ლარი გამყარდება.
"თიბისი კვლევებს ყოველთვის აწარმოებს და ბოლო 2 თვის განმავლობაში რამდენიმე კვლევა დავდეთ. ყოველდღიურად ძალიან რთულია კურსის პროგნოზირება, თავისუფალი გაცვლითი კურსია მოგეხსენებათ.
მოლდინი გვაქვს, რომ საშუალო ვადიანში ლარი უნდა გამყარდეს.
ბოლო კვლევა ჩვენ ჩავატარეთ, რაც რუსეთიდან ფრენები აიკრძალა. ჩვენი მოლოდინი არის, რომ ტურიზმში კლება იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ქვეყნებიდან მოხდება ამის კომპენსირება ჯამურად 2019 წელს ვპროგნოზირებთ, რომ ჯამურად ტურიზმში დადებით მაჩვენებლი იქნება 2018 წელთან შედარებით, ჯამურად მცირედით, მაგრამ ზრდა იქნება.
აქედან გამომდინარე, ჩვენი ანალიზით, საშუალოვადიან პერიოდში ლარი უნდა გამყარდეს.
კითხვაზე ფუნდამენტრი ეკონომიკური ფაქტორები თუ იძლევა ლარის გამყარების საფუძველს, ბუცხრიკიძე პასუხობს:
„სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. საშუალო ვადაში ლარი აუცილებლად გამყარდება".