ამ წუთებში ქიბარ ხალვაში ჯარჯი აქიმაძეს და დავით დვალს ხვდება

ამ წუთებში ქიბარ ხალვაში ჯარჯი აქიმაძეს და დავით დვალს ხვდება

„რუსთავი 2"-ის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ამ დროისთვის ტელეკომპანიის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ხვდება.

შეხვედრა გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას ინფორმაციით, შეხვედრის გადადება ჯარჯი ქიმიძემ ითხოვა.

ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან რა მოლაპარაკებაც ჰქონდა, არ დავიწყებია.

როგორც დავით დვალმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მოსმენაზე განაცხადა, ისინი ხალვაშს უბრალოდ მოუსმენენ და არანაირ კულუარულ მოლაპარაკებას არ აპირებენ. „იქნება წინადადება და იქნება მკაფიო პასუხი იმ წინადადებაზე", - აღნიშნა დავით დვალმა.

 

სოციალისტი ქიბარ მაგათ ნებით არაფერი მისცე! იჩივლონ სასამართლოში და მერე !!!
5 წლის უკან