მთავრობა 1.2 მლნ ევროთი ერთი მსხვილი კომპანიის “აირზენას” სუბსიდირებას ახდენს

მთავრობა 1.2 მლნ ევროთი ერთი მსხვილი კომპანიის “აირზენას” სუბსიდირებას ახდენს

მთავრობა 1.2 მლნ ევროთი ერთი მსხვილი კომპანიის “აირზენას” სუბსიდირებას ახდენს - წერს ლევან კობერიძე სოციალურ ქსელში. 

“ჩემს კოლეგა ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად შევხვდით მცირე და საშუალო ტურისტული და გიდების კომპანიების ერთ ჯგუფს და მოვისმინეთ ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია და რაც ყველაზე მთავარია ამ ადამიანებს აქვთ ძალიან კონკრეტული მოსაზრებები, თუ როგორ უნდა დაიძლიოს ცალკეული პრობლემები, მთავარია მათ მოუსმინონ მთავრობაში და ჩვენ ამაში აუცილებლად დავეხმარებით” – წერს ლევან კობერიძე სოციალურ ქსელში.

დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ როცა ვსაუბრობთ ტურიზმის პრობლემაზე, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა მოვლენების შემდეგ შეიქმნა, პირველ რიგში, მცირე და საშუალო ზომის ტურისტულ ოპერატორებს, გიდებს და სამასპინძლო ბიზნესის წარმომადგენლებს ვესაუბროთ და მათგან მოვისმინოთ პრობლემების არსი. ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად რაც შეიძლება მეტი ვიმუშაოთ და მათგან მოვითხოვოთ სწრაფად მოხდეს ამ სეგმენტისთვის გარკვეული ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება, რადგან როგორც ვხედავთ ბაზარზე წარმოდგენილი მსხვილი კომპანიებისთვის სახელმწიფო არაგონივრულ უყაირათო სუბსიდირებას იყენებს ( მაგალითად 1.2 მლნ ევროს გამოყოფა ფაქტიურად ერთი კომპანია "აირზენასათვის" ბოლო დღეებში გამოცემული სამთავრობო დადგენილების საფუძველზე).