ქართულმა მხარემ რუსულ ბაზარზე დიდი მოლოდინები დაამყარა

ქართულმა მხარემ რუსულ ბაზარზე დიდი მოლოდინები დაამყარა

“ლარის კურისის გაუფასურებას საქართველოში არსებული მთელი რიგი პრობლემები იწვევს. ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა ძალიან სუსტია, რაც ლარის გაუფასურების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია“,- ამის შესახებ “2020NEWS“ - თან ეკონომისტმა იოსებ არჩვაძემ განაცხადა.

“ჩვენი ხელისუფლება და საბანკო სექტორი იმ რესურსებს ეფექტურად არ იყენებს, რომლებიც მათ გააჩნიათ. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ რუსულ ბაზარზე დიდი მოლოდინები დაამყარა, რაც ჩვენივე ეკონოკმაზე აისახა უარყოფითად. ლარის გაუფსურებაზე გავლენა, ასევე,“ თიბისი ბანიკის“ დამფუძნებლების ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმაც მოხდინა“,- განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

ლარი მასშტაბურ გაუფასურებას განაგრძოს, დღევანდელი მონაცემებით, კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი 3 ლარი ღირს.