“ 20-21 ივნისს მიმდინარე აქციის მონაწილეთა დაკავება პოლიტიკურ ნიშანს ატარებს და რეპრესიების სახე აქვს. სამწუხაროდ, კოლაბორაციონისტმა “ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში რეპრესიები დაიწყო“,- ამის შესახებ “2020NEWS” - თან “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობს.
“ჩვენ აღმოგვაჩნდა ხელისუფლება, რომელიც უკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობს და რუსეთის ინტერესებს ატარებს. ქვეყანაში არსებული ვითარება ძალიან მძიმეა. ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ შეძლებენ საქართველოს განვითარების სტრატეგიული გეზი ევროული ცივილიზაციისკენ შემოატრიალონ“,- განაცხადა შალვა შავგულიძემ.
ცნობისთვის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ოპოზიცია პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.