რას იზამდა ადეიშვილი მერაბიშვილის ადგილზე - ნიკა გვარამიას ექსკლუზიური ინტერვიუ ზურაბ ადეიშვილთან

რას იზამდა ადეიშვილი მერაბიშვილის ადგილზე - ნიკა გვარამიას ექსკლუზიური ინტერვიუ ზურაბ ადეიშვილთან

მას შემდეგ რაც ნიკა გვარამია „რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორი აღარ არის, აქტიურად აგრძელებს ჟურნალისტურ საქმიანობას.

„საბედნიეროდ, არსებობს ჩემი პირადი სივრცეები, რომელთა დახურვამდე საქართველოს ხელისუფლებას ჯერ (და ეს დათქმა - ჯერ - დღევანდელ უზურპირებულ საქართველოში უკვე აღარაა უბრალოდ სიტყვის მარაგი) ხელი ვერ მიუწვდება: ჩემი ფბ პეიჯი 135.000 ფოლოუერით (ამბობენ, რომ საქართველოს რეალობაში ცოტა არაა) და ჩემი ახლადშექმნილი YouTube არხი. ცნობილი გარემოებების გამო, თითქმის 2 თვით გადაიდო ჩემი YouTube არხის პირველი ვიდეოს თქვენთვის წარდგენა. ვფიქრობ, მოვიდა დრო, გაგიზიაროთ, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო ინტერვიუ ზურაბ ადეიშვილთან. გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, დაელოდეთ და არ გამოგრჩეთ: ბევრი საინტერესო ზურაბ ადეიშვილისგან. უკვე დღეს“, წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ინტერვიუდან გვარამიამ მხოლოდ ერთი მონაკვეთი გამოაქვეყნა.

ნიკა გვარამიას კითხვაზე – ვანო მერაბიშვილის ადგილზე ადეიშვილი რომ ყოფილიყო, გირგვლიანის ქეისის შემთხვევაში გადადგებოდა თუ არა, ადეიშვილი პასუხობს: „ალბათ - კი“