“ირაკლი ოქრუაშვილი არ არის საინტერესო ფიგურა”

“ირაკლი ოქრუაშვილი არ არის საინტერესო ფიგურა”

“ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი ნამდვილად არ არის საინტერესო ფიგურა”, – ასე უპასუხა ქართული ოცნების” გენერალური მდივანმა, თბილისის მერი კახა კალაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

კახა კალაძის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებით არსებობს სამართლებრივი კითხვები, რომელსაც ის გასცემს პასუხს.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. ოქრუაშვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

20 ივნისის მოვლენების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი უცხოეთში წავიდა, თუმცა რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაბრუნდა და რუსთავი 2-თან დაკავშირებით სასამართლო დავა დაიწყო. მან თქვა, რომ რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა, ქიბარ ხალვაში კი ნომინალური ფიგურა იყო. მისივე განცხადებით, აქვს დოკუმენტი, რომელიც ამ ინფორმაციას ადასტურებს და რომელსაც ხელს ქიბარ ხალვაში აწერს. მან ამ ხელმოწერის ექსპერტიზა მოითხოვა, ქიბარ ხალვაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში უკვე იმყოფებოდა.