სოხუმში ლეგენდარული სასტუმროს აღდგენა დაიწყეს

სოხუმში ლეგენდარული სასტუმროს აღდგენა დაიწყეს

სოხუმში გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენებული და 1985 წელს ხანძრის შედეგად განადგურებული სასტუმროს კომპლექს, „აფხაზეთის" გარემონტება დაიწყეს. ამჟამად ტურისტული კომპანია „ინტურისტი"შენობის მხოლოდ ერთი ნაწილს აახლებს. გადაწყვეტილია, რომ პირველ რიგში სასტუმროს შენობაში პირველ სართულზე გაიხსნას განლაგებული კაფე, რომელსაც სასტუმროს მსგავსად, „აფხაზეთი" დაერქმევა. ამის შესახებ „სპუტნიკ-აფხაზია" იუწყება.

ამჟამად არემონტებენ სასტუმროს წყალგაყვანილობას, საკანალიზაციო მილებს, ამაგრებენ სასტუმროს „ა" კორპუსის საძირკველსა და და კედლებს. შპს „კონტინენტალის" გენერალურმა დირექტორმა, ვლადიმერ ბიგვავამ, რომელმაც ეს სასტუმროს კომპლექსი ჯერ კიდევ 2008 წლის 13 ივნისს 72 780 000 რუბლად (დაახლოებით, 3.4 მლნ ლარი) გამოისყიდა, განაცხადა, რომ სასტუმროს განახლებას ეტაპობრივად აპირებს.

როგორც ბიგვავა აღნიშვას, მიუხედავად იმისა, რომ მან შენობა 2008 წელს გამოისყიდა, საკუთრების შესახებ მოწმობა მხოლოდ 2010 წელს მიიღო და დამატებითი გადასახადების გათვალისწინებით, საბოლოოდ გადახდილმა თანხამ 76 580 000 რუსული რუბლი შეადგინა, რაც 2008 წლის კურსის მიხედვით 3 235 319 აშშ დოლარია.

„ამჟამად, მიწისპირა სართულის რემონტი მიმდონარეობს და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაა დაწყებული. საფეხმავლო ზონა მუშებმა მოსაპირკეთებელი ქვებით მოაწყვეს", - განმარტა ბიგვავამ.

ცნობისთვის, სასტუმრო „აფხაზეთი" 1930-იან წლებში ცნობილი საბჭოთა არქიტექტორის, ვლადიმირ შუკოს მიერ იყო აშენებული და ის სოხუმში სამი ქუჩისა და სანაპირო ზონის კვეთაზე მდებარეობს. თავდაპირველად სასტუმრო რამდენიმე შენობისგან შედგებოდა, რომელსაც ჰქონდა აუზი, სასადილო და კაფე. თუმცა 1985 წელს ის მთლიანად დაიწვა ხანძრის შედეგად.