მაიკლ პომპეო:  ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში, ხანდახან -- ადამიანის უფლებათა დაცვის სახელითაც კი

მაიკლ პომპეო:  ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში, ხანდახან -- ადამიანის უფლებათა დაცვის სახელითაც კი

ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში, ხანდახან -- ადამიანის უფლებათა დაცვის სახელითაც კი,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეონ პრესის წარმომადგენლებთან განაცხადა.

ვრცელ კომენტარს უცვლელად გთავაზობთ

მაისში, კლერმონტის ინსტიტუტში ჩემი გამოსვლისას, რომლის სახელწოდებაც იყო „დაარსებიდან გამომდინარე საგარეო პოლიტიკა," მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ წამოიწყო ისეთი საგარეო პოლიტიკის განხორციელება, რომელიც სერიოზულად აღიქვამს ქვეყნის დამფუძნებლების იდეებს ინდივიდუალური თავისუფლებისა და კონსტიტუციური სახელმწიფოს შესახებ. დიდი ხანია, რაც ეს პრინციპები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, და სამართლიანადაც. თუმცა, როგორც ამერიკული ექსპერიმენტის დიდმა თაყვანისმცემელმა ალექს დე ტოკვილმა აღნიშნა, ყოველდღიური საქმიანობების ორომტრიალში, დემოკრატიები მიდრეკილნი არიან სრული სურათის აღქმის დაკარგვისაკენ. გარკვეულ დროში ერთხელ, საჭიროა გვერდზე გავდგეთ და სერიოზულად დავფიქრდეთ იმაზე, თუ სად ვიმყოფებით, რა გზა გამოვიარეთ და მივდივართ თუ არა სწორი მიმართულებით. სწორედ ამიტომ, დღეს მე მოხარული ვარ გამოვაცხადო განუსხვისებელი უფლებების კომისიის დაარსება.

კომისია შედგება ადამიანის უფლებათა ექსპერტებისგან, ფილოსოფოსებისგან, აქტივისტებისგან, რესპუბლიკელებისგან, დემოკრატებისა და დამოუკიდებელი პირებისგან, რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა ფონი და განსხვავებული აღმსარებლობა. ისინი მომაწვდიან რჩევებს ადამიანის უფლებების შესახებ; ეს კი დაფუძნებული იქნება ჩვენი ქვეყნის დაარსების, ისევე როგორც 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრინციპებზე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საერთაშორისო ურთიერთობების მორალური ლანდშაფტის გარდაქმნის საქმეში დიდი როლი ითამაშა ამერიკის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულების საკუთარ თავზე აღებამ, და ყველა ამერიკელს სამართლიანად შეუძლია ამით იამაყოს. ელეანორ რუზველტის ხელმძღვანელობით, 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა ის წარმოდგენა, რომ ერებს შეეძლოთ თავიანთი მოქალაქეების შეუმჩნევლად თუ დაუსჯელად ჩაგვრა.

პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ძალზედ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის შედეგად, ადამიანის უფლებათა რევოლუციამ გამოიწვია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული რეჟიმების დამხობა. დღეს, ადამიანის უფლებათა ენამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიმკვიდრა ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების დისკუსიის საერთო ენის სტატუსი და ეს მართლაც უდიდესი მიღწევაა.

თუმცა, ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ გვიანი მე-20 საუკუნის ადამიანის უფლებათა მოძრაობის გმირის, ვაცლავ ჰაველის გაფრთხილებები, რომლის მიხედვითაც ისეთი სიტყვები, როგორიცაა „უფლებები," შეიძლება გამოყენებულ იქნას სასიკეთოდ, ისევე როგორც ბოროტებისთვის; „ისინი შეიძლება იყვნენ სინათლის სხივები ბნელ სამყაროში... [მაგრამ] ისინი ასევე შეიძლება იყვნენ სასიკვდილო ისრებიც." და, როგორც აღნიშნა რაბინმა ჯონათან საქსმა, ნებისმიერი დროისა და ადგილის ბოროტებას გაამართლებს მოცემული დროისა და ადგილის დომინანტური დისკურსი. მაშასადამე, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად და უზრუნველვყოთ, რომ არ მოხდეს ადამიანის უფლებების შესახებ დისკუსიის დამახინჯება, მიტაცება, ან საეჭვო თუ არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის გამოყენება.

სამწუხაროა, რომ ჩვენს დროს -- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 70 წლის შემდეგ -- ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში, ხანდახან -- ადამიანის უფლებათა დაცვის სახელითაც კი. ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით შემუშავებული და შექმნილი საერთაშორისო ინსტიტუტები თავიანთ საწყის მისიას აცდენილები არიან. ადამიანის უფლებათა მოთხოვნების გავრცელებასთან ერთად, ზოგიერთმა მოთხოვნამ ერთმანეთის მიმართ დაძაბულობა გააჩინა, რის შედეგადაც მოხდა შეკითხვების პროვოცირება და განხორციელდა შეჯახებები იმის დასადგენად, თუ რომელ უფლებებს ეკუთვნის პატივისცემის მოპოვება. ადამიანის უფლებებთან მიმართებაში თავიანთი შესაბამისი პასუხისმგებლობების მხრივ, ერი-სახელმწიფოები და საერთაშორისო ინსტიტუტები კვლავ დაბნეულნი არიან.

ამის ფონზე და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ახლა არის აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში ადამიანის უფლებათა როლის ინფორმირებული გადახედვის დრო. დღეს მე მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი მერი ენ გლენდონი, ჰარვარდის სამართლის სკოლის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი. მერი ენი არის მსოფლიოში განთქმული ავტორი, საყვარელი პროფესორი, ადამიანის უფლებათა სფეროს, შედარებითი სამართლის და პოლიტიკური თეორიის ექსპერტი. ის იდეალური კანდიდატია ამ ძალისხმევის თავმჯდომარის პოზიციისთვის.

ასევე მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ კომისიის სხვა წევრები. ესენი არიან რასელ ბერმანი, პიტერ ბერკოვიცი, პაოლო კაროზა, ჰამზა იუსუფ ჰენსონი, ჟაკლინ რივერსი, მეიერ სლოვაჩეკი, კატრინა ლანტოს სვეტი, ქრისტოფერ ტოლეფსენი და დავიდ ჩენ პანი.

ეს ინდივიდები უზრუნველყოფენ 1984 წლის საყოველთაო დეკლარაციის შემდეგ, განუსხვისებელი უფლებების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური, ხელახალი განხილვის ინტელექტუალურ საფუძველს. ჩვენი ქირონ სქინერი გახდება კომიტეტის აღმასრულებელი მდივნის უფროსი, ხოლო ქარტრაით ვაილენი დაიკავებს მისი მომხსენებლის თანამდებობას.

ვიმედოვნებ, რომ კომისია იმსჯელებს ყველაზე ძირითად კითხვებზე: რას ნიშნავს იმის თქმა თუ მტკიცება, რომ რაიმე წარმოადგენს ადამიანის უფლებას? საიდან ვიცით, ან როგორ უნდა განვსაზღვროთ, არის თუ არა ეს ადამიანის უფლება? წარმოადგენს თუ არა ეს სიმართლეს და, მაშასადამე, არის თუ არა ეს პატივსაცემი? როგორ შეიძლება არსებობდეს ადამიანის უფლებები -- უფლებები, რომლებიც არ წარმოადგენენ ჩვენთვის ბოძებულ, ან თუნდაც ჩვენს მიერ გამომუშავებულ პრივილეგიას, არამედ რომლებიც ჩვენ გვეკუთვნის მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ადამიანები ვართ? არის თუ არა სიმართლე, რომ, როგორც ჩვენი დამოუკიდებლობის დეკლარაცია აცხადებს, ჩვენ, როგორც ადამიანებს -- ყოველ ჩვენთაგანს, ჩვენი ადამიანური ოჯახის ყოველ წარმომადგენელს -- გაგვაჩნია ჩვენი შემქმნელის მიერ მონიჭებული, გარკვეული განუსხვისებელი უფლებები?

ყველა ჩამოთვლილი კითხვა მნიშვნელოვანია და კომისიის მისიაა მათთან, ისევე როგორც სხვა კითხვებთან დაკავშირებით ისეთი რჩევების გაცემა, რომლებიც მათ არ მიუდგება, როგორც წმინდა აბსტრაქტულ, აკადემიურ საკითხებს, არამედ რომლებიც დაეყრდნობა ამერიკის დაარსებაში ჩაშენებულ მარადიულ ჭეშმარიტებებს და მიზნად დაისახავს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გზამკვლევობას. სხვანაირად რომ ვთქვათ, კომისიის პასუხისმგებლობაა, რომ დაგვანახოს ჩვენი ერის დაარსების პრინციპებისადმი უფრო სრულყოფილი ერთგულების გზა -- იმ პრინციპებისადმი, რომლებისკენაც მოგვიწოდებდა პრეზიდენტი ლინკოლნი გეტიზბერგის ბრძოლის ველზე, და რომლებისკენაც  მოგვიწოდებდა ვაშინგტონში, ეროვნულ მოლზე, ლინკოლნის მემორიალის წინ მდგომი დოქტორ კინგი, არც თუ ისე შორს იმ ადგილიდან, სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით.

https://translations.state.gov/2019/07/08/secretary-of-state-michael-r-pompeo-remarks-to-the-press-7/