"ნახევარი საქართველო უსახლკაროდ დარჩება და მოგადგებიან, ვისაც დიდი სახლები გაქვთ..."

ჟურნალისტი, ია დანელია შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს :

"ორი დღეა მთელი სოციალური ქსელი ირაკლი ოქრუაშვილისადმი მიძღვნილი პასკვილებითაა გადაჭრელებული. ზოგი ისე მაღალმხატვრული სტილითაა დაწერილი, ქართული ლიტერატურის ანთოლოგიაშიც აქვს მოხვედრის შანსი. ამასობაში დოლარი 2.94-ია და... ვგონებ, გემი გვეძირება ბატონებო! ჰოდა, გემს მიხედეთ, გემს, თორემ ეგ კურსი 3-ს თუ გადასცდა, დარჩება ნახევარი საქართველო უსახლკაროდ. იპოთეკური კრედიტებით აქვთ ნაყიდი ადამიანებს ხელისგულისოდენა სახლები და მოგადგებიან იმათ, ვისაც დიდ დიდი სახლ-კარი გაქვთ! და გყავდეთ მერე ოქრუაშვილი ციხეში და მელია დაბრასლეტებული!.."

amo ქ-ნო ია, სოციალურ ქსელში ხალხი იმათ აკრიტიკებს ვინც ძალმომრეობს და არა მათ, ვინც ხელისუფლებას ხელოვნურად შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის თავის ხედვებს სთავაზობს (მაგალითად, მელია, ოქრუაშვილი, დანელია).
5 წლის უკან