“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე “ტვ პირველის” წამყვანის ვახო სანაიას კითხვას, რა პოზიცია აქვთ არხის ჟურნალისტებს აქიმიძისა და დვალის შესახებ და ეთანხმებიან თუ არა იმ გაცხადებულ პოზიციას, რომელიც ნათქვამი იყო, თითქოს მათ უნდა გადასცემოდათ ტელევიზიის 50%, ასე პასუხობს.
“ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი ბოლო შეთავაზება ეს იყო 40%, თუმცა კონკრეტულად და საჯაროდ ამ თემებზე არც ერთი მხარე არ საუბრობს და ბუნებრივია, ამის შემდეგ შეგვეძლება უფრო მეტის თქმა. მინდა თქვენს მაყურებელს ავუხსნა, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ალბათ აკვირდებოდით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და ყველა პოზიცია რაც გავაჟღერეთ ეს იყო ერთმანეთთან შეთანხმებული ნამსჯელი და ნაფიქრი. არ მინდა გუნდთან შეთანხმების გარეშე ვისაუბრო ისეთ თემებზე, რომელიც გუნდთან არ შემითანხმებია”, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.