"კურიერის ჯგუფი რჩება "რუსთავი 2"-ში"

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის განცხადებით, "კურიერის" გუნდი "რუსთავი 2"-ში დარჩება მანამ სანამ ტელევიზიაში სარედაქციო თავისუფლება იქნება შენარჩუნებული.

მელაძე კურიერის გუნდის გადაწყვეტილებას მაყურებლის წინაშე არსებული მაღალი პასუხისმგებლობით ხსნის.

მისივე თქმით, კურიერის გუნდისთვის თავისუფალი, დამოუკიდებელი და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკისა მნიშვნელოვანია და ამ ღირებულებებისთვის ისინი ტელევიზიაში ბოლო წუთამდე დარჩებიან.

"ნიკა გვარამიამ გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ აკეთებს ტელევიზიას, კურიერის გუნდმა კი საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ვრჩებით აქ, მანამ სანამ გვექნება სარედაქციო დამოუკიდებლობა და ხელისუფლება არ დაიწყებს ჩარევას ჩვენს რეპორტაჟებში, არ დაგვიჭრის, არ დაგვიჩეხავს, არ მიგვითითებს, რომელი რესპონდენტი უნდა ჩავწეროთ და ახალი ამბების რა თანმიმდევრობა უნდა დავიცვათ, ჩვენ ვრჩებით, იმიტომ რომ გვაქვს მაღალი პასუხისმგებლობა მაყურებლის წინაშე. ჩვენთვის გუნდისთვის რა თქმა უნდა თავისუფალი, დამოუკიდებელი და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკისათვის ბრძოლა არ დასრულებულა. ეს ბრძოლა ახლა დაიწყო, შესაბამისად ჩვენ ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ და ვიქნებით აქ. მედია ბაზარზე თ იქნება კონკურენცია და გაჩნდება ახალი სატელევიზიო არხები და იქნება მედიაპლურალიზმი კიდევ უფრო კარგად უზრუნველყოფილი ქვეყანაში, რა თქმა უნდა არის კარგი", - განაცხადა "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ ვახაო სანაიას "დღის ამბებში".

thrgg@yahoo.com ამ შნირის გაგებით პარტიული ტელევიზია არის სიტყვის თავისუფლების გარანტი:(:(,
შე ტურაძე შენა, ეგ ტელევიზია არის სიცრუის და ღვარძლისმნთხეველი, ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ტელევიზია, გაიგეე, თუ სულაც არ გაინტერესებს ხალხის აზრიმ მთავარია შენი პატრონები იყვნენ კმაყოფილი არა?! შე შნირო შენა და ჯიბის ანტიჟურნალისტო...
5 წლის უკან
amo “აღარ მოგბეზრდათ ლევან ვასაძესთვის ტყუილების დაბრალება? სამარცხვინოები ხართ!” – ასე ეხმიანება სამოქალაქო აქტვისტი მანჩო გიორგობიანი ბიზნესმენ ლევან ვასაძის შესახებ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც შაბათის კურიერში გავიდა.

“დაიმახსოვრეთ რა, ყოველთვის მოგიგებთ ეს ადამიანი, ყველა ბრძოლაში, იმიტომ რომ ეზიზღება ტყუილები და ყოველწამიერად შესძლებს თავის სიმართლის დამტკიცებას!

ეს დაბრალებული “ნაჩუქარი 600 000 ლარი”, როგორც ვფიქრობდი, აღმოჩნდა 2015 წელს აღებული 900 000 ლარიანი აგრო-სესხი, ანუ იაფი ფული (ძალიან დაბალპროცენტიანი, თითქმის უპროცენტო სესხი), რითაც ყველა მეწარმე სარგებლობს და არნაირად არ არის საჩუქარი! აქედან 600 000 უკვე დაფარულია და დანარჩენი 300 000-იც უნდა დაფაროს…

მთლიანობაში , შამპანურის ქარხანაზე – “ბაგრატიონი”, გახსნის დღიდან, განვითარებაში დახარჯულია 30 მილიონზე მეტი თანხა , რაც ასევე შეგიძლიათ გადაამოწმოთ…

“ბაგრატიონი”, ასევე, იხდის გადასახადებსაც, ასე რომ მისი გაფართოება საქართველოს ბიუჯეტსაც აწყობს, ფინანსურადაც და ხალხიც დასაქმებული ჰყავს, მისი სკოლაც მხოლოდ თავის თავს ინახავს და ყოველმხრივ წარმატებული ახალგაზრდების სამჭედლოც არის, რომლებიც სულ ცოტა, ჭეშმარიტ სიმბოლოებს მაინც განასხვავებენ ყალბისგან … ხალხსაც ვეღარ გაასულელებთ თქვენი ტყუილებით…
5 წლის უკან