„რუსთავი 2“-ის ახალ მფლობელ ქიბარ ხალვაშსა და ტელეკომპანიის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს შორის შეხვედრა დღეს აღარ გაიმართება. როგორც ჯარჯი აქიმიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული შეხვედრა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ხვალ საღამოსთვის გადაიდო. აქიმიძის თქმით, მისთვის შეხვედრის კონკრეტული დრო უცნობია.
შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა და "რუსთავი 2"-ის გენდირექტორმა პაატა სალიამაც.