მტერი არ გააკეთებდა იმას, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარ თავს გაუკეთა

მტერი არ გააკეთებდა იმას, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარ თავს გაუკეთა

სრული ნონსენსია, ირაკლი ოქრუაშვილი რანაირად არის პოლიტპატიმარი?! კითხვა უნდა შევუბრონოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტპატიმარია.

ოქრუაშვილის პოლიპატიმრობა სიმართლესთან ახლოსაც კი არ არის“, - ამის შესახებ “2020NEWS“ - თან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალექსანდრე ქანთარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, პრკურატურა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დაინტერესდეს.

“სხვა საქმეებიც შეიძლება, ამოტივტივდეს. მტერი არ გააკეთებდა იმას, რაც ირაკლი ორუაშვილმა საკუთარ თავს გაუკეთა“,- განაცხადა ალექსნადრე ქანთარიამ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სსკ-ს 225-ე მუხლით დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.