ირინა სარიშვილისთვის “ქართული ოცნების” დამარცხების ერთადერთი საშუალება მხოლოდ “ნაც.მოძრაობაა”, ამის შესახებ მან საკუთარ ვიდეობლოგში ისაუბრა. ყოფილი ხელისუფლების დროს მომხდარ მოვლენებს სარიშვილი შეცდომებს უწოდებს, ხოლო დღევანდელ ხელისუფლებას ბოროტებას.
ის ამბობს, რომ არ არის არც სააკაშვილის და არც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, თუმცა ერთადერთ ალტერნატივად მაინც ამ გუნდს მიიჩნევს,
“არცერთი ჭკუათმყოფელი მიშისტად არ ჩამთვლის და არც ნაციონალური მოძრაობის წევრად, მე ჩემი ურთიერთობა მქონდა ამ ხელისუფლებასთან, ეს ყველამ იცის, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს იმის დანახვაში, რომ ნაციონალური მოძრაობის გარეშე, დღევანდელი ბოროტების დამარცხება, უბრალოდ შეუძლებელია, მოგვწონს ნაც.მოძრაობა თუ არა, უშეცდომო ნამდვილად არავინ არ ყოფილა, მაგრამ მათ გარეშე აბსოლუტურად შეუძლებელია ქართული ოცნების დამარცხება, ისევე როგორც მარტო ნაციონალური მოძრაობა, მთელი ოპოზიციური სპექტრის თანადგომის გარეშე ამას ვერ შეძლებს.” – თქვა ირინა სარიშვილმა.
ნაცსექტის წევრი ხარ აბა რა ხარ, ფუ არარაობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ!?!!
ყველა მთავრობასთან მოძოვა, ქოცებმა არ გაიკარეს და შედეგიც სახეზეა!