„შპს ურეკი რეზიდენციის" ზედამხედველი ავთანდილ რობაქიძე უარყოფს რუსთავი-2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციების გამო, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული, რისთვისაც ადგილზე ტყვიაგაუმტარი მინები მიიტანეს და დაასაწყობეს.
მისი თქმით, მინები, როელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" ტყვიაგაუმტარად გაასაღა, რეალურად აკრილისაა და აკვარიუმისთვის იყო განკუთვნილი.
ავთანდილ რობაქიძის ინფორმაციით ყუთები 3-4 წელია იმ ადგილას დევს.
„არანაირი აქცია არაფერ შუაშია. ეს არის აკრილის მინები, რომლისგანაც აკვარიუმი მზადდება. სასტუმრო „პარაგრაფში"აკვარიუმებისთვის არ გამოდგა, რადგან იყო გაუმჭვირვალე, მოვხსენით, წამოვიღეთ. ალბათ 3-4 წელია ეს შუშები იქ არის დაწყობილი" - განაცხადა ავთანდილ რობაქიძემ.