იურისტი ლევან ალაფიშვილი თავდაცვის ყოფილი მინსიტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმტრების ფაქტს „2020NEWS“- სთან ეხმაურება.
მისი თქმით, ეს პროცესები “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არის მიმართული.
“სამართლებრივად სწორ გადაწყვეტილებაზე მტკიცებით ფორმაში ვერ ვისაუბრებთ, თუმცა საფუძვლიანი ვარაუდის მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაკავებული ადამიანების მიმართ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რომლებიც ხელისუფლების სასარგებლოდ ნამდვილად არ არის მიმართული“,- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
მისივე თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედების ნიშნებს აჩენს.
“ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკოსია, მას გაცხადებული აქვს ინტერესი სამართლებრვი ბრძოლისა ქვეყნის წამყვანი მედიასაშუალების საკუთრებასთან დაკავშირებით. გაკეთებული აქვს არაერთი მწვავე განცხადება მოქმედი ხელისუფლების ამჟამინდელი თუ წარსული საქმიანობის შესახებ, შესაბამისად, გამოძიება უფრო მძიმე დღეში იქნება, რადგან, სავარაუდოდ, სამართალდამცავი უწყების მიერ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღება“ , - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სსკ-ს 225-ე მუხლით დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.