არ მესმის მძაფრი განცხადებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, ბევრად მძაფრი მინდა

არ მესმის მძაფრი განცხადებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, ბევრად მძაფრი მინდა

ხელისუფლება ამტვრევს სარკეს, რომელშიც თავი არ მოსწონს - ასე აფასებს გიორგი მარგველაშვილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის მიუღებელია საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია, ტელეკომპანიასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ საჭიროა, უფრო მწვავე შეფასებების გაკეთება.

მარგველაშვილისთვის გაუგებარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს დამოუკიდებელ მედიას.

„ის დამოკიდებულება, რომელიც შეიქმნა, სამწუხაროდ, ეს არის დამოკიდებულება, როცა გინდა გაექცე სარკეს, რომელშიც შენ შენი თავი არ მოგწონს. ამიტომ შენ ამ სარკეს ამტვრევ. ხელისუფლებას უნდა დაამტვრიოს ის სარკე, რომელშიც ჩანს მისი სახე.

თუ შეირყევა თავისუფალი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ეს ბასტიონი,შემდეგი იქნება სხვა ბასტიონები და სხვანაირად მოხდება ადამიანების შეზღუდვა.

მე არ მესმის მძაფრი განცხადებები, რომელიც მინდა გავიგო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, ბევრად მძაფრი მინდა. ამის საფუძველი უნდა ყოფილიყო სტრასბურგის გადაწყვეტილებაში, მძაფრი სიტყვები უნდა ყოფილიყო ნათქვამი, რომ ასეთმა ცვლილებამ არაფრის დიდებით არ უნდა შეარყიოს გამოხატვის თავისუფლება დამოუკიდებელი მედია," - ამბობს მარგველაშვილი „კვირის აქცენტებში".

სოციალისტი ბატონო ბიძინა, გულწრფეკად გვითხარი, ამ ნეხვის აღმოჩენისათვის რა გეკუთვნით?!
5 წლის უკან
უ ც ხ ო : ააბა, რაა!.. არა მხოლოდ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მთელი პროგრესული კაცობრიობა - ტუვალუდან ისლანდიამდე - უნდა გამოვიდეს და გამოხატოს მძაფრი პროტესტი სტრასბურგის ამ საშინელი გადაწყვეტილების გამო!
ძირს სტრასბურგის სასამართლო, რომელმაც ამდენი ხნის ფიქრისა და განსჯის შემდეგ, ვერაფერი მოიფიქრა იმაზე უკეთესი, რომ პატრონისთვის დაებრუნებინა ნაცების მიერ წართმეული "რუსთავი-2"!
სტრასბურგელების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს!!!
5 წლის უკან