„რუსთავი 2“-ის ახალი მეპატრონე ქიბარ ხალვაში და გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიის ყოფილ მფლობელებთან, დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან დღეს შეხვედრას აპირებენ.
როგორც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, არც ერთ მხარეს არ სურს, რომ შეხვედრა კამერების წინ, პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდეს.
„შეხვდებიან, განიხილავენ საკითხებს, რაზეც საუბარს აპირებენ, ერთმანეთს მოუსმენენ“, - განაცხადა პაატა სალიამ.