ქვეყანაში ავტოკრატიული მმართველობაა, ნებისმიერი ოპონენტი ივანიშვილის რეჟიმისთვის საფრთხეს წარმოადგენს

ქვეყანაში ავტოკრატიული მმართველობაა, ნებისმიერი ოპონენტი ივანიშვილის რეჟიმისთვის საფრთხეს წარმოადგენს

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ანალიტიკოსი ბათუ ქუთელია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას აცხადებს, რომ ივანიშვილი "ქართული ოცნების" სახით ქვეყანაში ამყარებს რუსული პუტინის სტილის მმართველობის რეჟიმს. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თუ უბრალო მოქალაქე, ყველა თავისუფლად მოაზროვნე და ოპონენტი ივანიშვილისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

"სახეზეა, რომ ეს მმართველობის სტილი არ არის მექანიკურად გადმოკოპირებული, წარმოადგენს რუსული ე.წ. სუვერენული დემოკრატიის გაგრძელებას, რომლის მთავარი ნიშანსვეტი არის ოპოზიციური აზრის მოშთობა ან საერთოდ გაჩერება. ქვეყანაში, ტიპიური ავტოკრატიული მმართველობის სიმპტომები არის და ნებისმიერი ოპონენტი წარმოადგენს რეჟიმისთვის საფრთხეს,"-ამბობს ბათუ ქუთელია.

amo ნამდვილად არ ვარ ივანიშვილის მეხოტბე, მაგრამ არც არაობიქტურად მისი კრიტიკის მომხრე ვარ, მოკლედ ვცდილობ არავისტი ვიყო. ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, ნებისმიერ ქვეყანაში თავისუფლად მოაზროვნე და ოპონენტი ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს? რა შუაშია აქ ივანიშვილი? ან რა პარალელებს ავლებთ პუტინსა და ივანიშვილს შორის? ამით რის თქმა გსურთ, რომ ივანიშვილი რუსეთში მიგვერეკება და გვამზადებს მართველობის იმ რეჟიმისთვის? და ამ დროს ამერიკას სძინავს? კაცი, როცა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეა (თუნდაც არასამთავრობო), იმას მეტი კონკრეტიკა, დასაბუთება მოეთხოვება, თორე იწერე ქულები მავანის თვალში (რა იცი ხვალ რაში დაგჭირდეს) და იყავი.
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com ჰო, არ გამოუვიდათ რევოლუცია და ეხლა იგესლებიან უაზროდ!!!
თან რა მომზადებულები იყვნენ ხალხოოო, ა-გეგმა, ბ-გეგმა, ზონდერჯგუფები და ასე შემდეგ...
5 წლის უკან
უ ც ხ ო .
აჰ, ანალიტიკოსი, არა? :)
აბა, ახლა გავიხსენოთ, ვინ ბრძანდება ეს "ანალიტიკოსი"?
*
"თავდაცვის მინისტრის მოადგილე ომის დროს მიწების ყიდვა-გადაფორმებით იყო დაკავებული

[ნიკა ასლანიძე]
კარიერაში პირველი მადლობა ედუარდ შევარდნაძემ უთხრა. 1999 წლის ეუთოს სტამბულის სამიტზე მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინა. ახლა ბათუ ქუთელია თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილეა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ შეიძლება ის კიდევ ერთ მადლობას ელის. მადლობამდე კი პრესა.გე ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ მოგიყვებათ.

2008 წლის 5 აგვისტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სამსახურსში განცხადება შევიდა. ვინმე ზურაბ კირკიტაძემ უძრავ ნივთზე საკუთრების ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. სარეგისტრაცო წარმოება 11 აგვისტოს დასრულდა, გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც ბათუ ქუთელიას საკუთრებაში 1855 კვ.მ მიწა დაუზუსტდა (მიწის ნაკვეთი №538; საკადასტრო გეგმა – 810295538).

იმავე დღეს, 5 აგვისტოს, საჯარო რეესტრს კიდევ ერთი განცხადებით - საკუთრების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით- მიმართეს. კვლავ გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკუთრებაში ქუთელიას 1121 კვ.მ დაუზუსტდა (მიწის ნაკვეთი №534) - წინა ნაკვეთის გვერდით.

14 აგვისტოს კი ბათუ ქუთელიას ნდობით აღჭურვილმა პირმა საჯარო რეესტრს ახლა ახალი, ორივე ზემოთ ნახსენები მიწების გაერთიანებით მოთხოვნით მიმართა. 20 აგვისტოს მონაცემებით, ქუთელიას საკუთრებაში 2976 კვმ მიწის ნაკვეთია - №370. მიწა თბილისში - სოფელ ტაბახმელაშია.

თავად ფაქტი, რომ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ უძრავი ქონება შეიძინა და დაიკანონა, განსაკუთრებულ მოვლენას არ წარმოადგენს - ეს მისი, ისევე როგორც ყოველი მოქალაქის უფლებაა და თავისუფლად შეუძლია მოახდინოს ამ უფლების სამართლებრივი რეალიზაცია, თუმცა, როცა საქმე სახელმწიფო მოხელეს ეხება, მაშინ მის მოქალაქეობრივ უფლებებზე წინ, ყოველთვის, მორალური პასუხისმგებლობა დგება.

შესაბამისად, ეს საკითხი უყურადღებად არ დაგვიტოვებია და კომენტარისთვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვთხოვეთ, თუმცა - უშედეგოდ. შევეცადეთ ბატონი მინისტრის მოადგილე კომენტარის აუცილებლობაში სატელეფონო შეტყობინებით დაგვერწმუნებინა და მივწერეთ:

- “ბატონო ბათუ, სტატია რომელიც აგვისტოში თქვენს მიერ მიწების გადაფორმების საკითხს ეხება, ხვალისთვის დაიბეჭდება. იქნებ გვიპასუხოთ, რამდენად შესაფერისი დრო იყო აგვისტო იმისთვის, რომ თქვენ მიწების გადაფორმების საკითხისთვის მოიცალეთ?”

პრესა.გე-ს პასუხი არ მიუღია. ქუთელიამ ტელეფონს არ უპასუხა. მასთან დაკავშირება თავდაცვის სამინისტროს საზოადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნანა ინწკირველს ვთხოვეთ.

ინწკირველი ქუთელიას კომენტარს მეორე დღისთვის დაგვპირდა, თუმცა ორ წუთის შემდეგ დაგვირეკა და გვითხრა:
- ბათუ ადასტურებს ამ ფაქტს და ამბობს რომ ეს მიწები მას ქონებრივ დეკლარაციაშიც აქვს შეტანილი.

იქნებ ისიც გვითხრას რამდენად შესაფერისი დრო იყო აგვისტო მიწების გადაფორმებისთვის?
- თუ ამდენი შეკითხვები გაქვთ ოფიციალურად, წერილობით მოგვმართეთ."
ვისაც მეტი აინტერესებს, იხ. ბმული
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com ირაკლი ოქრუაშვილს იმდენი ხალხი ყავს აწიოკებული, დაყაჩაღებული და წართმეული აქვს სარჩო-საბადებელი და თავდაცვის სამინისტროდან ასეული მილიონობით ფული აქვს მოპარული რომ მაგისათვის ეხლა ასეთ რაღაცეებზე ციხეში ჯდომა ბაირამია!!!
ეგრეა, ყველამ უნდა იცოდეს რომ ყველა პასუხს აგებს თავის ნამოქმედარზე ამა თუ იმ ფორმით.
მაგრამ რა გინდა, როგორც კი სახელმწიფო იწყებს თავისი ფუნქციის შესრულებას ჩვენ ქვეყანაში, მაშინვე გამოჩნდებიან გაუკვეველი პოლიტიკური და მორალური ღირებულებების მატარებელი ჟურნალისტები და სხვა ადამიანები, თან სერიოზული ფულადი რესურსებით და დემოკრატიის შევიწროებაზე იწყებენ დემონსტრაციებს და ასე შემდეგ, აღარ გავაგრძელებ, მომწყინდა, ერთიდაიგივეზე ნერვების შლა...
ასე რომ ხალხმა ყველაფერი იცის და უკვე ძნელია მათი საუკუნის წინანდელი მეთოდებით დაბოლება და შეცდომაში შეყვანა!!!
5 წლის უკან