,,არავინ დაიჯერებს, რომ მამუკა ხაზარაძე ფულის გამთეთრებელია და საკუთარ ბანკს ფული მოპარა

,,არავინ დაიჯერებს, რომ მამუკა ხაზარაძე ფულის გამთეთრებელია და საკუთარ ბანკს ფული მოპარა"

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქზე წერს:

"ბევრი წლის წინ ერთი ფრანგი ბიზნესმენი გავიცანი. საქართველოში არც ნამყოფი იყო და არც აპირებდა ჩამოსვლას, არც ბიზნეს ინტერესები ქონდა აქ. ოღონდ გაოცებული დავრჩი რა დეტალურად იცოდა აქაური ყველაფერი. ბიზნესელიტიდან დაწყებული პერსონალურად, საგადასახადო რეჟიმით, ხელისუფლების ზეწოლის მეთოდებით დამთავრებული. ისეთი რაღაცეები მომიყვა, მეც კი არ ვიცოდი. პერსონებზეც და ზოგადად სიტუაციებზეც. მსოფლიო ბიზნეს თანამეგობრობა არც ისეთი დიდია და შორეული, როგორც ვიღაცას წარმოუდგენია, საკმაოდ ინფორმირებულიც არის ყველა ნიუანსზე, რადგან მათი ბიზნესის ნაწილია მუდმივად ეძებონ ახალი შესაძლებლობები, ახალი ბაზრები, ახალი გეოგრაფიები და ქონდეთ სრული ინფორმაცია ყველა პოტენციური შესაძლებლობის შესახებ.

რისი თქმა მინდა: მსოფლიოში არავინ დაიჯერებს, რომ მამუკა ხაზარაძე ფულის გამთეთრებელია და საკუთარ ბანკს ფული მოპარა, სამაგიეროდ ზუსტად ეცოდინებათ, რომ საქართველოსკენ გამოხედვაც არ შეიძლება, არათუ ინვესტირება, რადგან არის ერთი არანორმალური კაცი, რომელსაც ჯიბეში უდევს სასამართლო, პროკურატურა, პარლამენტი, მთავრობა და თვალი თუ დაგადგა არ გაგახარებს. ვისაც გჯერათ, რომ ქართული ეკონომიკა და ლარი სიკვდილის პირას შოთა დიღმელაშვილმა მიიყვანა, ბიძინას ბიტკოინების მადლი გფარავდეთ."

Neasimon "ბევრი წლის წინ...." ასე იწყებს და სრულიად მართალია, მშვენივრად ვიცით როდის იყო ეს "ბევრი წლის წინ"......ამის გარდა: ფულს კი არ ათეთრებდა, ფინანსურ "ბალიშს" იქმნიდა საზღვარგარეთ 2008 ში ომის მოლოდინში, რაზეც მას ინფორმაია ჰქონდა....აი ეს იკითხება მთელ ამ ისტორიაში. მოგვიანებით კი, 2012 ში, სასწრაფო წესით ცდილობდა ამის დამალვას. ქალბატონი ჯანგირაშვილი იმდენად "მიამიტია", რომ ამას ვერ ხედავს.და გამოყავთ ეხლა ეს კომკავშირელი მევახშე წამებული და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი.
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com დარწმუნებული ვარ ეს ფული ნაცსექტამ აახია... ის კიდევ ხალხს ახევდა და აუბედურებდა... აი ასეა ეს საქმე!!!
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com ირაკლი ოქრუაშვილს იმდენი ხალხი ყავს აწიოკებული, დაყაჩაღებული და წართმეული აქვს სარჩო-საბადებელი და თავდაცვის სამინისტროდან ასეული მილიონობით ფული აქვს მოპარული რომ მაგისათვის ეხლა ასეთ რაღაცეებზე ციხეში ჯდომა ბაირამია!!!
ეგრეა, ყველამ უნდა იცოდეს რომ ყველა პასუხს აგებს თავის ნამოქმედარზე ამა თუ იმ ფორმით.
მაგრამ რა გინდა, როგორც კი სახელმწიფო იწყებს თავისი ფუნქციის შესრულებას ჩვენ ქვეყანაში, მაშინვე გამოჩნდებიან გაუკვეველი პოლიტიკური და მორალური ღირებულებების მატარებელი ჟურნალისტები და სხვა ადამიანები, თან სერიოზული ფულადი რესურსებით და დემოკრატიის შევიწროებაზე იწყებენ დემონსტრაციებს და ასე შემდეგ, აღარ გავაგრძელებ, მომწყინდა, ერთიდაიგივეზე ნერვების შლა!!!
5 წლის უკან
სოციალისტი ამ ქალს რომ სინდისის და პასუხისმგებლობის ნატამალი არ გააჩნია რა თქმა უნდა ცხადია, მაგრამ მაინტერესებს მისი ვერსია თუ არ მიუთვისებიათ სად წაიღეს ხაზარძემ და ჯაფარიძემ ის 17,65 მილიონი დოლარი?! თითონ ხაძარაძე და ჯაფარიძეც ამის გარდა ყველაფერზე ლაპარაკობენ!
5 წლის უკან