ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, სოციალურ ქსელში, წერს:
"რადგან იმავე ბრალდებით დაადეს სამაჯური და შიდაპატიმრობაში გამოუშვეს ნიკა მელია,რა მუხლითაც დაიჭირეს და პატიმრობა შეუფარდეს ირაკლი ოქრუაშვილს, ესე იგი მისი საბუთი ,,რუსთავი ორის,, თემაზე ნამდვილი ყოფილა, მხოლოდ ამით ვხსნი მის დატოვებას ციხეში. სხვათა შორის,ბოლომდე ვერ ვიჯერებდი ამ საბუთის ამბავს,დღეს დავიჯერე. ვისაც განსხვავებული მოსაზრება გაქვთ ამ თემაზე,თავებს ნუ დაიღლით სხვა რამის მტკიცებით და კომენტარებით,იმიტომ რომ რასაც ვწერ,იმისი მჯერა ასი პროცენტით დღევანდელი სასამართლოს მერე. "
ეგრეა, ყველამ უნდა იცოდეს რომ ყველა პასუხს აგებს თავის ნამოქმედარზე ამა თუ იმ ფორმით.
მაგრამ რა გინდა, როგორც კი სახელმწიფო იწყებს თავისი ფუნქციის შესრულებას ჩვენ ქვეყანაში, მაშინვე გამოჩნდებიან გაუკვეველი პოლიტიკური და მორალური ღირებულებების მატარებელი ჟურნალისტები და სხვა ადამიანები, თან სერიოზული ფულადი რესურსებით და დემოკრატიის შევიწროებაზე იწყებენ დემონსტრაციებს და ასე შემდეგ, აღარ გავაგრძელებ, მომწყინდა, ერთიდაიგივეზე ნერვების შლა...
შენ კი ინგა ის თამრო აღარა ხარ რაც იყავი კარგა ხანია...