11 წელია მომღერალი ჯაბა ბოჯგუა უგონო მდგომარეობაშია. მას ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება აქვს და ლოგინს არის მიჯაჭვული. აქამდე დედა და ბებია უბლიდნენ. ოჯახის მარჩენალი ფაქტობრივად 83 წლის ბებია იყო. 8 ივლისს კი მისი სოცოცხლე შეწყდა, ფენია ზარქუას მუხიანში, ავტომანქანა დაეჯახა.
მომღერალის დედა მანანა გვასალია ჟურნალ “სარკესთან” საუბრისას ამბობს, რომ ჯაბამ ბებიის გარდაცვალება იგრძნო.
“იგრძნო… ერთოთახიანში ვცხოვრობთ. ჯაბას საწოლი ქვემოთ ჩავწიეთ და დედა ისე დავასვენეთ იმ ოთახში. ჯაბა ფორიაქობდა. ის დღეები საერთოდ არ უძინია, სულ დამამშვიდებლები ვუკეთე. 11 წელია წევს და მისთვის დამამშვიდებელი არ მიმიცია, არ შეიძლებოდა. ის ოთხი დღე არ ეძინა… რაც დედაჩემი სახლში ესვენა, ისეთ დღეში იყო, არ შეიძლებოდა, არ გაგვეკეთებინა. წამალი ექიმის რეკომენდაციით მივეცით, მაგრამ მაინც ვერ იძინებდა… სასწაულ დღეში ვიყავი” – აღნიშნა ჯაბა ბოჯგუას დედამ.