სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

18-22 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და ,,წითელი ხიდი“  არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ავოტსატრანსპორტო საშუალებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 12,200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.