“ტიპი იმენა გასულია!” – მერაბ მეტრეველი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

“ტიპი იმენა გასულია!” – მერაბ მეტრეველი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტყილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.

“მოდით, გვერდზე გადავდოთ შვებულებები, დასვენებები, კარგი ცხოვრება, რაღაც სხვა ჩვენი გეგმები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ამ საზიზღრობამ, ბოროტებამ, არ უნდა გაიმარჯვოს. ბნელეთის ძალებმა საბოლოოდ საქართველო ხელში არ უნდა ჩაიგდონ. ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზაციას, ჩემი აზრით. მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი, ახლა დავსხდეთ ერთად, ყოველგვარი პირადი ინტერესების გარეშე და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის ბოლომდე, გამარჯვებამდე, ივანიშვილის მოშორებამდე. ჩვენ უნდა მივაღწიოთ დაუყონებლივ რიგგარეშე არჩევნებს, დავიხსნათ მისი კლანჭებისგან სასამართლო სისტემა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებებს, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ასე აფასებს:

„ჩვენ უნდა მივაღწიოთ დაუყონებლივ რიგგარეშე არჩევნებს, დავიხსნათ მისი კლანჭებისგან სასამართლო სისტემა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამისთვის ყველაფერი რევოლიციის მიზეზია, სტრასბურგის აგდაწყვეტილებაც კი. ტიპი იმენა გასულია!” – წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.

მერაბ მეტრეველმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტყილებაც შეაფასა:

“ზოგადად ქვეყანაში რაც მეტი არხი იქნება, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, მით უკეთესია დემოკრატიისთვის, – ეს იყო ყოველთვის ჩემი, როგორც ჟურნასლისტის პოზიციის ამოსავალი “რ2″-თან დაკავშირებით და ახლაც ამ აზრზე ვრჩები, თუნდაც ეს არხი პარტიული იყოს. მაგრამ სასამართლოშო დავა საკუთრების უფლებაზე იყო და აქ სტრასბურგმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო ანუ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულაო”, – წერს მეტრეველი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს დაურეგისტრირა.

საჯარო რეესტრმა ტელევიზიის 60% – ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% ხალვაშის კომპანია „პანორამას“ მიეკუთვნა. გადაწყვეტილება რეესტრმა 15:28 საათზე მიიღო.

დაახლოებით ერთი საათის წინ საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სარეგისტრაციო განცხადება მიიღო. პაატა სალია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილებას ითხოვდა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.