“გვარამიას მანიპულირება, რომ მას აქვს გასაჩივრების უფლება, რაც აჩერებს აღსრულების უფლებას, არის მტკნარი სიცრუე”

“გვარამიას მანიპულირება, რომ მას აქვს გასაჩივრების უფლება, რაც აჩერებს აღსრულების უფლებას, არის მტკნარი სიცრუე”

“ახალგაზრდული ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ, “რუსთავი2”-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს:

“აღნიშნული გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ წარმოადგენს ქიბარ ხალვაშის კანონიერ საკუთრებას. როგორც განცხადებაშია ნათქვამი „რუსთავი 2“-თან და მის მფლობელებთან მიმართებაში, საქმის არცერთ ნაწილში, არანაირი დარღვევას ადგილი არ ჰქონია! ეს საქმე იყო ქართული მართლმსაჯულების საერთაშორისო ტესტი, რომელიც ქართულმა სასამართლომ და საქართველომ წარმატებით ჩააბარა! აღნიშნულმა საქმემ დაადასტურა, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც აღიარებულია კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ხოლო გვარამიას მანიპულირება, რომ მას აქვს გასაჩივრების უფლება, რაც აჩერებს აღსრულების უფლებას, არის მტკნარი სიცრუე, რაც მხოლოდ ერთ მიზანს, ადამიანებით მანიპულიებას ემსხაურება”, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.

ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს უკვე დაურეგისტრირა.

საჯარო რეესტრმა ტელევიზიის 60% – ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40% ხალვაშის კომპანია „პანორამას“ მიეკუთვნა. გადაწყვეტილება რეესტრმა 15:28 საათზე მიიღო.

დაახლოებით ერთი საათის წინ საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სარეგისტრაციო განცხადება მიიღო. პაატა სალია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილებას ითხოვდა.