„ვინმეს მოსწონს თუ არა, სტრასბურგის გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება ანტი-დასავლურ განწყობებს შექმნის“

„ვინმეს მოსწონს თუ არა, სტრასბურგის გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენება ანტი-დასავლურ განწყობებს შექმნის“

„ვინმეს მოსწონს თუ არა, გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა მისი ეჭვქვეშ დაყენება უკვე პრო კი არა, ანტი-დასავლურ განწყობებს შექმნის," - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

„ამასთანავე, კრიტიკული, თუნდაც აგრესიული მედია პლატფორმის არსებობა ჩვენს სინამდვილეში აუცილებელია. მალე გამოჩნდება, რამდენად სიცოცხლისუნარიანია ის, რასაც ჰქვია ადამიანური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური რესურსი. ყველა შემთხვევაში, ახლა გადავიდნენ სიმწიფის და გუნდური მდგრადობის ტესტირების რეჟიმში. ვნახოთ..." - წერს ფეისბუქში ხუხაშვილი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ დროებითი ღონისძიებაც გააუქმა, რაც გულისხმობს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რის გამოც არხი 2017 წლიდან ქიბარ ხალვაშს არ გადაფორმებია.