“სამარცხვინო! – მტერია ამ ქვეყნის, მტერი ეს კაცი… ეს ახლა ნაპრეზიდენტალის განცხადებაა?!” 

“სამარცხვინო! – მტერია ამ ქვეყნის, მტერი ეს კაცი… ეს ახლა ნაპრეზიდენტალის განცხადებაა?!” 

მე სახლები მარტო მაიამიში, მონაკოში და იტალიაში კი არ მაქვს, არამედ მეკუთვნის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 49% და ახლა პირველი ადამიანი ვარ, ვინც ბაითს იშენებს მარსზე – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი რეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. იგი ტელეკომპანია “იმედის“ მიერ გაშვებულ სიუჟეტს გამოეხმაურა სადაც ექს-პრეზიდენტი ქონებაზე და შემოსავალზეა საუბარი.

“მე სახლები მარტო მაიამიში, მონაკოში და იტალიაში კი არ მაქვს, არამედ მეკუთვნის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 49% და ახლა პირველი ადამიანი ვარ, ვინც ბაითს იშენებს მარსზე. ივანიშვილის მონებო თქვენ ნამდვილად არსებულ სახლებში უკვე ბოლომდე ჩაგისხეს წყალი თუ როგორაა თქვენი საქმე. ბინძური მოშეს მადლი შეგეწიოთ და ვაი თქვენს პატრონს!”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილის აღნიშნული განცხადება ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძემ სოციალურ ქსელში შეაფასა:

“როცა ქონებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, პასუხი უნდა გაეცეს, მოქმედი ჩინოვნიკი იქნება თუ ყოფილი, მინისტრი თუ პრეზიდენტი.

მსგავსი განცხადებები, რაც ფოტოზე წითლადაა გახაზული, მიუღებელია.

“ბუჩქები” გავატარეთ, აფხაზეთი საქართველოში არ ყოფილაო, გავატარეთ, ბევრი რამ გავატარეთ. ჩვენი ბრალია”, – დაწერა სალუქვაძემ სოციალურ ქსელში.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის განცხადებას ასევე ჟურნალისტი ანი კიკნაძე  “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა:

“მტერია ამ ქვეყნის, მტერი ეს კაცი… ხოდა რა ვიცი… ვისაც გენატრებათ თქვენს გულებში აკმარეთ ყოფნა… ეს ახლა პოლიტიკოსის, ნაპრეზიდენტალის განცხადებაა? სამარცხვინო!”, – დაწერა ანი კიკნაძემ სოციალურ ქსელში.

thrgg@yahoo.com ეს ბინძური მოშე ვინ არის? ებრაელ ხალხზე იძახის?!
4 წლის უკან